სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 23 მარტს გაიმართა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პროდასავლელი კანდიდატი ივან კორჩოკი ლიდერობს.
ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, კორჩოკმა ამომრჩეველთა ხმების 42,52% მოიპოვა.
მისი ოპონენტი, მმართველი კოალიციის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი მეორე ადგილზე გავიდა 37,03%-ით.
არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.
კორჩოკი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იგორ მატოვიჩის პრემიერ-მინისტრობის დროს იკავებდა, ის იყო სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი ევრკავშირში, ასევე 2003 წელს ხელმძღვანელობდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებშ ჩართულ დელეგაციას.
კორჩოკი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას მხარს უჭერემ ოპოზიციური პარტიები.