BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელებიდან ორი მოკლულია.
ერთი პირდაპირ მაყურებელთა დარბაზში, მეორე კი ბრიანსკის ოლქში, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა გააჩერეს თეთრი ფერის „რენოს“ მარკის ავტომობილი .
BBC-ის ცნობით, ბრაიანსკის ოლქში მოკლული კაცი, ტაჯიკეთის 30 წლის მოქალაქეა, მათივე ცნობით, მოიპოვეს მისი პასპორტის ასლი, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.
BBC-ის ასევე აქვს ბრიანსკში დაკავებული შამსიდინ ფარიდუნის დოკუმენტის ასლი. დაკითხვის ვიდეოჩანაწერი 23 მარტს გაავრცელა რუსეთის უშიშროებამ. შამსიდინ ფარიდუნი დაბადებულია 1998 წლის 17 სექტემბერს, პასპორტი აღებული აქვს ტაჯიკეთში 2021 წელს.
22 მარტს მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტს 133 ადამიანი ემსხვერპლა და 152 დაშავდა.