რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ასახულია „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში დაკავებული მონაწილის დაკითხვა. ამ ვიდეოში მას ყურს აჭრიან და პირში ტენიან.
ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც დაკავებულის დაკითხვაა ასახული. მას თავი აქვს შეხვეული. კადრს მიღმა ისმის ხმა: „შენ კიდევ გაქვს მეორე ყური“. დაკავებული 30 წლის რაჯაბ ალიზადეა.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 133-ია.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის მიმართულებით მიდიოდნენ და საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.