უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე.
ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.
საბრძოლო შეტაკებების გამო, ბრძოლის ველიდან ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
უკრაინაში რუსეთის ომს 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.