მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული.
ფოტოზე ასახულ პირებს სახეები ნიღბებით აქვთ დაფარული.
„ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში, რომელიც ფოტოსთან ერთად ვრცელებს,რომელშიც საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმის დეტალებზეა საუბარი.
„ისლამური სახელმწიფოს“ თქმით, გუშინ მოსკოვში მომხდარი თავდასხმა "ბოლო წლებში ყველაზე სასტიკი" იყო. განცხადებაში ასევე წერია, რომ ტერორისტებმა "კოორდინირებული თავდასხმა ქრისტიანებით ხალხმრავალ ადგილზე დაიწყეს".
როგორც ცნობილია, გუშინ სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამ დროისათვის გავრცელებული ცნობებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. დაკებულია თავდასხმასთან სავარაუდო კავშირში მყოფი11 პირი.