რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო ოფიციალური მონაცემებით 115 ადამიანი დაიღუპა.
„კროკუს სითი ჰოლში“ ტერორისტული თავდასხმის ადგილზე, როდესაც საგანგებო სამსახურები ნანგრევებს ასუფთავებდნენ, დაღუპულთა ცხედარები კიდევ იპოვეს. ამრიგად, დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 115 ადამიანს შეადგენს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.
მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მაშველები ამოწმებენ მაყურებელთა დარბაზს, სადაც გუბერნატორის თქმით, „ყველაზე საშინელი მოვლენები მოხდა“.
„ნანგრევების ქვეშ კიდევ 20 ცხედარი იპოვეს. მუშაობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება“, - წერს ვორობიევი ტელეგრამ-არხზე.