მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საავადმყოფოში რჩება 107 დაჭრილი.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის ხელისუფლების მიერ თავდასხმა ტერაქტად შეფასდა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მომხდარის შემდეგ ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.