რუსული ტელეგრამ-არხების Astra-ს, Baza-ს და Mash-ის ინფორმაციით, რუსეთის სამარის ოლქში კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა
მათი ცნობებით, ადგილობრივების თანახმად, ქარხანაში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.