შეერთებულ შტატებს აქვს დაზვერვის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაში ისლამური სახელმწიფო მონაწილეობდა. ამის შესახებ ტელეარხ CBS News-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ადრე მიაწოდა რუსეთს დაზვერვს მონაცემები სავარაუდო თავდასხმის შესახებ.
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობდა ინფორმაციები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ აპირებდა რუსეთზე დარტყმის მიყენება. კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოსკოვში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებდნენ, თავი აერიდებინათ ფართო შეკრებებისგან და კონცერტებზე დასწრებისგან.
ამერიკულმა გამოცემა The New York Times (NYT) ასევე იტყობინება, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დანაყოფი „ვილაიათ ხორასანი“ დგას.
გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო.
ერთ-ერთმა წყარომ NYT-ს განუცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები აქტიურობენ რუსეთში. მისივე თქმით, ტერორისტულიორგანიზაცია გარე შეტევების გააქტიურებას ცდილობს.