რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.
ამასთან ერთ-ეთი ტელეგრამ არხის ცნობით, დაღუპლთა აროდენობა 80-ს აჭარბებს, ცხედრების ნაწილი ნაპოვნია საპირფარეშოებში, სადაც ადამიანები თავდამსხმელებისგან იმალებოდნენ. სავარაუოდ ისინი კვამლისგან გაიგუდნენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ერთ-ერთ ცხედარზე დამაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.