თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე შეიარაღებულ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის ნიშნებს ვერ ხედავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.
„ჯერჯერობით არ არსებობს ნიშნები, რომ უკრაინა ან უკრაინელები მონაწილეობდნენ თავდასხმაში. მე არ გირჩევდით ადრეულ ეტაპზე რაიმე კავშირის ძიებას უკრაინასთან“, - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.
ამ დროისათვის გავრცელებული ცნობებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლას და აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-ზე მეტი.
გაბრცელებული ინფორმაციით, შენობაში 5-მდე შენიღბული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა, შენობაში ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცდანიშნულების რაზმმა შენობაზე შტურმი დაიწყო.