მოსკოვში Crocus City Hall -ის შენობაზე, სადაც თავდასხმა მოხდა, სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმი დაიწყო, მედიის ცნობით, სრლის ხმა ახლოს მდებარე ქუჩებშიც ისმის.
უსაფრთხოების ძალებს ხალხი საკონცერტო დარბაზის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავთ. სამართალდამცავი ორგანოები შიშობენ, რომ შენობა, შესაძლოა დანაღმული იყოს და აფეთქებები განმეორდეს.
თავდასხმა მოსკოვში ტერაქტად შეაფასეს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განკარგულებით, გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც ამ უქმეებზე იყო დაგეგმილი. ასევე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე.
საკონცერტო დარბაზში სროლისა და აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
შემობაში ხუთამდე შენიღბულმა პირმა მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნა.