რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, Crocus City Hall -ის საკონცერტო დარბაზში სროლისა და აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 დაღუპულის შესახებ. შენობაში ხანძარი გაჩნდა, ჩაინგრა სახურავი, გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ათობით ადამიანია დარჩენილი.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სულ მცირე, სამი შენიღბული ადამიანი ისროდა. "ტასის“ ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცეცხლი ავტომატებიდან გახსნეს.