რუსული გამოცემა „მედუზა“ Baza-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარასკევს საღამოს მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში, Crocus City Hall -ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფი „პიკნიკი“კონცერტს მართავდა სროლა მოხდა.
გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, დაიღუპა 12 და დაშავდა 35 ადამიანი.
ასევე თვითმხილველების თქმით, შენობაში მოხდა აფეთქება. გაჩნდა ხანძარი.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სულ მცირე, სამი შენიღბული ადამიანი ისროდა. "ტასის“ ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცეცხლი ავტომატებიდან გახსნეს. რუსული სამთავრობო მედია დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.