უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ კატარის შუამავლობით რუსეთის მიერ გატაცებული 9 უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა. Bring Kids Back UA-ს გუნდი ხუთ ბავშვს შეხვდა. მათი ასაკი 3-დან 12 წლამდეა. კიდევ ოთხი ბავშვი უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიბრუნა.
ბავშვები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაბრუნდნენ, უკვე იმყოფებოდნენ ბავშვთა დაცვის ცენტრში, სადაც სამართალდამცველებს რუსების დანაშაულების შესახებ უამბეს, რომლის თვითმხილველნიც თავად გახდნენ.
ცნობილია, რომ ბავშვებს აიძულებდნენ წასულიყვნენ რუსულ სკოლებში, სადაც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს.
უკრაინის პრეზიდეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიცია მუშაობს, მან კატარს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა.