22 მარტს ქუთაისში +10 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.
გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში მოთოვს, დღე +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.