რუსმა სამხედროებმა ბალტიის ფლოტის წვრთნების დროს რაკეტა ესროლეს თავისივე ტრაულერ „კაპიტან ლობანოვს“
ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ეკიპაჟის წევრის ნათესავზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, რაკეტა თევზსაჭერ გემზე კაპიტნის კაბინას დაეცა და აფეთქდა. დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი ოთხი კი დაშავდა.
წყაროს ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობაშა მძიმეა. ისინი უკვე დაკითხეს უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა და მოუწოდეს მათ მომხდარზე არ ისაუბრონ.