უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არჩევენბში „გამარჯვება" წერილით მიულოცა.
წერილი რუსეთში ჩატარებული "არჩევნების" ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაიგზავნა.
როგორც ვიქტორ ორბანი წერილში აღნიშნავს, მოხარულია, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, რაც შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დღევანდელ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი.
„უნგრეთი მშვიდობის მხარესაა; ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დიალოგის გაგრძელება ფუნდამენტური პირობაა მშვიდობის სწრაფი დამყარებისთვის“, - წერს ორბანი.
ორბანმა პუტინი დაარწმუნა, რომ უნგრეთი მზად არის გააფართოვოს თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის შეზღუდული საერთაშორისო კანონმდებლობით.