ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა კიევში ვიზიტიასას განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას 20 მლნ ევროს ოცულობის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს.
პევკურმა კიევში თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრა გამართა.
ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სხვა აღჭურვილობას.
„ჩვენ შევკრიბეთ ეს პაკეტი უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებელის უზრუნველსაყოფად და ამავე დროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს არ შეამცირებს ესტონეთის თავდაცვის მზადყოფნას“, - თქვა ჰანო პევკურმა.
დახმარების პაკეტში ასევე შედის 155 მმ-იანი ჭურვები, რაც ესტონეთის დამატებითი წვლილია ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში უკრაინაში მილიონი ჭურვის გაგზავნასთან დაკავსირებით. ესტონეთის კონტრიბუცია ნაწილობრივ დანიის მიერ იქნება დაფინანსებული. საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობა უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება.