ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ბონდარევმა უკრაინასთან მოსაზღვრე დასახლებების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„მივმართავ მათ, ვინც დარჩა ტერიტორიაზე. ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ რაიონის ტერიტორია“, - წერს ის ტელეგრამის არხში.
ბონდარევის თქმით, იაროსლავის რეგიონი მზადაა მიიღოს რაიონის მცხოვრებლები.
ქალაქი გრაივორონი უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, ომის დაწყებამდე მოსახლეობა 6 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა. გრაივორონსკის რაიონი, რომელიც მოიცავს ათამდე სოფელს, ესაზღვრება უკრაინის ხარკოვისა და სუმის რეგიონებს.
გუშინ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გრაივორონის დაბომბვისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.