ლიბერთი აგრძელებს სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს. ამჯერად, ლიბერთისა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.
,,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლები, ვინც სარგებლობს ლიბერთის სოციალური ბარათებით, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერაში“ მიიღებენ თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული გულისხმობს
ოფთალმოლოგიურ, ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, მამოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებზე, სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობას. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას შევუწყობთ ხელს“ - გიორგი ჩიჩუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო ცენტრი ,,მზერას“ კლინიკური დირექტორი.
„უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ლიბერთის პრიორიტეტია. მრავალი წელია, ჩვენს ბანკში წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მორგებულია სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე.
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში „მზერა“, სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ, რისთვისაც ერთადერთი აუცილებელი პირობაა - თანხის გადახდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით - ლიბერთის ტერმინალზე. მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად, ლიბერთის სოციალური ბარათის შეთავაზებებით კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ლიბერთის ბარათით გადახდისას მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს.“ - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,, მზერა“, ლიბერთის მომხმარებლებს მომსახურებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენის შემდგომ გაუწევს. საყურადღებოა ის, რომ უფასო სკრინინგის მომსახურება არ გავრცელდება სამედიცინო ცენტრის არსებულ პაციენტებზე. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით სპეციალური ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ სერვისებზე :
- - 50% ზოგადი ქირურგის კონსულტაცია
- - 50% პროქტოლოგის კონსულტაცია
- - 50% გინეკოლოგის კონსულტაცია
- - 50% მამოლოგის კონსულტაცია
- - 30% ოფთალმოლოგის კონსულტაცია
-
- - 30% გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
-
- - 30% კარდიოლოგის კონსულტაცია
-
- - 30% ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
- - 30% ნევროპათოლოგის კონსულტაცია
-
- - 20% თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT)
- - 20% პერიმეტრია (მხედველობის ველის შემოწმება)
- - 20% თვალისა და თვალბუდის ულტრაბგერითი გამოკვლევა B-სკანირება
- - 20% თვალის ფსკერის ფოტოანგიოგრაფია
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
ვიზიტის დასაჯავშნად მიმართეთ:
Tel 0322117711; 596565588
Facebook https://www.facebook.com/chichuamedicalcentermzera/?locale=ka_GE