21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. 21 მარტი, 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, არამედ გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა.
21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის.
დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად.