საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დანიშნა. იუწყება Le Figaro
სებასტიან ლეკორნუ მაკრონის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდა მას შემდეგ, რაც ის 2017 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ხოლო მეხუთე ბოლო სამი წლის განმავლობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა ლეკორნუს დაავალა საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვა „სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და უახლოეს თვეებში გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი შეთანხმებების დადების მიზნით“.
ელისეის სასახლის განცხადებით, მხოლოდ ამ პარტიული განხილვების დასრულების შემდეგ შესთავაზებს სებასტიან ლეკორნიუ საფრანგეთის პრეზიდენტს თავისი მთავრობის შემადგენლობას, დასძინა
საფრანგეთის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფრანსუა ბაირუმ, სამშაბათს პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ვერ შეძლო.