უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაზე რუსების მიერ დღეს განხორციელებული დარტყმა საშინელი იყო - დარტყმა მართვადი საჰაერო ბომბით. რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად ურტყამდნენ, ზუსტად ხედავდნენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამდნენ.
ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პენსიებს იღებდნენ. ამ დროისთვის ცნობილია: 24 ადამიანის დაღუპვის შესახებ, ვუსამძიმრებ. კიდევ 19 ადამიანი დაშავდა. ყველა დაშავებული საჭირო დახმარებას იღებს. ეს მხოლოდ ერთი დარტყმაა იმ მრავალი დარტყმიდან, რომელსაც რუსები ყოველდღიურად აყენებენ უკრაინელებს - ჩვენს ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს.“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინი საკმარისად ძლიერი რეაქციის არარსებობას ბრძოლის გაგრძელების ნებართვად აღიქვამს.
„ახალი სანქციების გარეშე დიპლომატიაში და ომის დასრულების ყველა მცდელობაში პროგრესი არ იქნება. და დრო მნიშვნელოვანია. დიდი ხანია, რაც რუსეთზე ზეწოლა არ გაძლიერებულა, რაც საგრძნობ და დაუყოვნებლივ დარტყმას მიაყენებდა რუსულ სამხედრო მანქანას - სწორედ იმ ინდუსტრიებსა და სფეროებს, რომლებიც გავლენას ახდენენ აგრესიაზე. ეკონომიკაზე დაგვიანებული ეფექტები არ მოქმედებს - რუსები ამას მუდმივად ახალი დარტყმებით ამტკიცებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პენსიების გაცემის დროს. ცნობილია 24 დაღუპულის და 19 დაჭრილის შესახებ.