ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4 ტიპის 20 საბრძოლო ტანკს გადასცემს. იუწყება გამოცემა Infodefensa.
ესპანეთის სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის ვაჭრობისა და კონტროლის უწყებათშორისი საბჭოს ცნობით, ტანკები ამჟამად კონსერვაციაშია, ამიტომ მათ შეკეთებას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა.
„სხვა მასალების მსგავსად, გაგზავნამდე ისინი გაივლიან მომზადებას სევილიაში, ალკალა-დე-გუადაირაში Santa Bárbara Sistemas-ს ქარხანაში“, - აღნიშნავს გამოცემა
ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ვაჭრობის საკითხებში სიანი მენდესმა უკრაინული ძალებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შავ ბაზარზე მოხვედრასთან დაკავშირებული რისკების შეფასებისას აღნიშნა, რომ ესპანეთის მიერ ექსპორტირებული იარაღი უკრაინისთვის აუცილებელი, პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანია" რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
”ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა მათ მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად”, - ხაზგასმით აღნიშნა მენდესმა.