უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა სამი დადაშავდა ხუთი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
„დაახლოებით პირველ საათზე მტერმა დაბომბა ქალაქი: დაზიანდა რვა სართულიანი შენობა და საწარმოო საამქრო ხოლოდნოგორსკის რაიონში. ხანძარმა 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოიცვა. ჩვეულებრივი სტამბა, ავეჯის სახელოსნო და საღებავისა და ლაქების საწარმო.
დაჭრილებს შორის არიან საწარმოს მუშები, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სამწუხაროდ, მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს“,პ- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.