უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე საჰაერო კოსმოსური ძალების „ენგელსის“ ავიაბაზას უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განახრციელა.
უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმაციით, შეტევა შედეგიანი იყო და დეტალები მოგვიანებით გახდებაა ცნობილი.
ინტერნეტში ვრცელდება თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
რუსული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოთხი უპილოტო აპარატი ჩამოაგდო, მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის ნგრევა არ არის.
„ენგელსის“ ავიაბაზაზე რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.