აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების გაჭიანურების გამო რისკები ყოველდღიურად იზრდება.
„რა თქმა უნდა, უკრაინისთვის დახმარების შეფერხება, უკრაინას გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს. ჩვენ სრულად გვესმის სიტუაციის სიმძიმე და საბრძოლო მასალისა და სხვა შესაძლებლობების საჭიროების მნიშვნელობა და გადაუდებელი აუცილებლობა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა კონგრესთან. რისკები ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა რაიდერმა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელები წარმოუდგენლად მამაც, გაბედულ და ინოვაციურ მებრძოლებად წარმოჩინდნენ. მისივე თქმით, ჯარისკაცები აგრძელებენ ფრონტის ხაზის უმეტესი ნაწილის შეკავებას, მიუხედავად ოკუპანტების გარკვეული წარმატებებისა.
"მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ინარჩუნებს უკრაინა თავის პოზიციას. ამიტომ, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა რუსეთმა მეტი ტერიტორიის წართმევა ვეღარ შეძლოს. და შემდეგ იმედია, დავინახავთ, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს." - თქვა რაიდერმა.