რუსეთის ქალაქ ნიჟნი ტაგილის მერმა ვლადისლავ პინაევმა პირობა დადო, რომ შეამოწმებს ქალაქის მუნიციპალურ თანამშრომლებს და საჯარო სექტორში დასაქმებულებს, რათა გამოავლინოს ისინი, ვინც არ მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ვსე ნოვოსტი“ იტყობინება.
ამასთან, ჩინოვნიკმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისთვის.
„ახლა ერთ თვეში ყველას შევამოწმებთ, იყო თუ არა {არჩევნებზე}. მოდი ასე მოვიქცეთ: ან ერთ გუნდში ვართ, ან ყველა ცალ-ცალკე. რას ზიხარ მანდ, როცა ყველა დანარჩენი ხნავს?” - თქვა პინაევმა.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ხელფასს სახელმწიფოსგან იღებს, საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ უგულებელყოფს. მისი თქმით, ის, ვინც ხმა არ მისცა, კვალიფიკაციის მიუხედავად, საჯარო სამსახურში ვერ დარჩება.