ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა ‘ღამის კომენტართან“ ინტერვიუში განაცხადა.
"ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, როგორ აისახება ახალი პარტიის შექმნა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე, სააკაშვილი პასუხობს, რომ "ენმ-ის ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაშია სააკაშვილი და სად არის ფასეულობების ზუსტი გამოხატულება, რომელსაც თაობებმა მიუძღვნეს სიცოცხლე".
"ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება", - განაცხადა სააკაშვილმა.