კანადა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 30 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.
კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა თქვა, რომ ეს აქტივები ხელს შეუწყობს მძიმე საბრძოლო მასალის რამდენიმე ათასი ტყვიის მიწოდებას.
მისი თქმით, ოტავა ასევე გადასცემს კიევს ღამის ხედვის მოწყობილობას, რომლის ღირებულებაც 5,5 მილიონ დოლარზე მეტია.
„უკრაინამ ძალიან ნათლად გვითხრა, რომ ახლა მას საარტილერიო საბრძოლო მასალა უკიდურესად სჭირდება და რომ ბრძოლის ველზე მისი დეფიციტი იგრძნობა“, - თქვა ბლერმა.
ჭურვების შესყიდვა იყო თავდაცვის შეთანხმების ნაწილი, რომელიც კანადამ გასულ თვეს მოაწერა ხელი ჩეხეთთან, მაგრამ ოტავას იმ დროს არ უთქვამს რამდენს დახარჯავდა.