წალენჯიხის რაიონის სოფელ სკურის მთებში გაჩენილ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ცეცხლი ნახევარ ჰექტარზე ფოთლოვან ტყეს უკიდია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი წიწვოვან ტყეზეც გავრცელდეს.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ძალებით ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოხერხდა, ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის რაიონის მთებში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი დაუდევრობაა.