ფინეთი ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს საარტილერიო ჭურვების შესაძენად.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკიანენმა ჩეხეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან ევროპის თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე განხილვის შემდეგ გამოაცხადა.
„კერძოდ, განვიხილეთ ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივა. ფინეთი ამ ინიციატივისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს“, - აღნიშნა ჰაკანენმა.
შეგახსენეთ, ჩეხეთმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა თავისი ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების შესყიდვის შესახებ.
ასევე, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პრაღა ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებას.