19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზების გამო. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ განაცხადა.
პოპშოიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ეცნობა რუსეთის ელჩს ოლეგ ვასნეცოვს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 19 მარტს დაიბარეს.
"მოლდოვურმა მხარემ გააპროტესტა რუსეთის მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვის ხელისუფლების პოზიციის საწინააღმდეგოდ. დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე (X).
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ელჩს გადაეცა ნოტა, რომლითაც საელჩოს თანამშრომელი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოცხადდა, რის შემდეგაც მან ქვეყანა უნდა დატოვოს.
კიშინიოვმა მოლდოვის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნა აკრძალა, გარდა საელჩოს საარჩევნო უბნისა. თუმცა, რუსეთმა დნესტრისპირეთში ექვსი საარჩევნო უბანი მაინც გახსნა.