რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგულარული დაბომბვის გამო რეგიონიდან დაახლოებით 9 ათას ბავშვს გაიყვანენ.
„დღეს ჩვენ ბევრი სოფლიდან მოსახლეობა გაგვყავს. ახლა ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 9 ათასი ბავშვის გაყვანას ბელგოროდიდან, ბელგოროდის, შებეკინსკის გრეივორონსკის რაიონებიდან. 22 მარტს - 1,200 ბავშვი მიემგზავრება პენზაში, ტამბოვსა და კალუგაში. შემდეგი არის სტავროპოლის მხარე, - განაცხადა გლადკოვმა.
რუსული მხარის განცხადებით, 19 მარტს ბელგოროდი ისევ დაიბომბა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ცხრა რეაქტიული ჭურვი ჩამოაგდეს. გამოცემა Mash-ის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
გუშინ, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ანდრეი იკონიკოვმა განაცხადა, რომ 12- დან 18 მარტამდე დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა.