სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვება“ მიულოცა.
„ძვირფასო, ვლადიმირ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და რუსეთის ხალხის საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.