საქართველოს რკინიგზამ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად წარმატებით განახორციელა კონტეინერული „დატა ცენტრის“ მოწყობა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, “ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში პირველად განხორციელდა.
„აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და იუჯითის ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა.
დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.
შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.
Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით”, - აღნიშნულია საქართველოს რგინიგზის ინფორმაციაში.