ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მაისის დასაწყისში პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, რაც სის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში პანდემიის შემდეგ. იუწყება Politico
ჩინეთის ლიდერის ვიზიტი პარიზსა და პეკინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 60 წლისთავს დაემთხვევა.
გამოცემის თანახმად, ჩინეთი ცდილობს აღადგინოს დაზიანებული ურთიერთობები ევროპასთან, რომელიც უკრაინაში ომის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სი ძინპინის შეუზღუდავმა პარტნიორობამ გამოიწვია.
Politico აღნიშნავს, რომ საფრანგეთში, სავარაუდოდ, განსხავვებული განწყობა იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის 50 წლისთავის აღნიშვნასთან შედარებით.
”ეს იქნება ნაკლებად სადღესასწაულო და უფრო საქმიანი, არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით,” - განუცხადა გამოცემას წყარომ.