რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინმა გააყალბა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა ის არალეგიტიმურია. გრემი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სთხოვს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
ამის შესახებ გრემმა კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე ვთხოვ ბაიდენის ადმინისტრაციას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად“, - თქვა გრემმა.
მისი თქმით, კრემლის მმართველის 87-პროცენტიანი მხარდაჭერა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ნდობა შეუძლებელია.
„პრეზიდენტი პუტინი ამ არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურია. აშშ-ის კანონმდებლობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის შემოღება მნიშვნელოვანს გახდის მეორად სანქციებს კომპანიების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.“ – განაცხადა გრემმა.