ჰუტისების მიერ ფორმირებულმა, იემენის უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა სულთან ას-სამიმ ვლადიმირ პუტინს მეხუთე საპრეზიდენტო ვადით ხელახლა არჩევა მიულოცა. მან რუსეთის საარჩევნო კომისიის გამოცხადებული არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმად, პუტინმა ხმათა 87 როცენტზე მეტი დააგროვა „დამაჯეერბელი გამარჯვება“ უწოდა.
„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელახლა არჩევა სახელმწიფოს მეთაურად არის BRICS-ის ჯგუფის გამარჯვება, რომელიც იბრძვის ერთპოლარული სისტემის დანგრევისთვის, რომელიც ებრძვის ომებისა და კონფლიქტების გაღვივებას მთელს მსოფლიოში და ხალხთა კოლონიზაციასა და გაღატაკების პოლიტიკას, -თქვა ას სამიმ.
მანამდე პუტინს ხელახლ არჩევა მიულოცეს აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოლივიის, ვენესუელას, ჰონდურასის, ირანის, ყაზახეთის, კუბის, კუვეიტის, ყირგიზეთის, მიანმარის, ნიკარაგუას, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებმა, ასევე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოსკოვში ვიზიტის დროს გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი რუსეთის სათავეშიმეხუთე ვადით დარჩება.
საერთო ჯამში, პუტინს 17 სახელმწიფოს ლიდერმა მიულოცა, 2018 წლის კამპანიის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტი იყო. დასავლელი ლიდერები ამჯერად მათ შორის არ არიან.