ვლადიმირ პუტინმა წითელ მოედანზე სადღესასწაულო კონცერტის სცენიდან რუსეთის მოქალაქეებს „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ათი წლისთავი მიულოცა. იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი"
„ძვირფასო მეგობრებო, გულწრფელად მივესალმები ყველას და გილოცავთ დღესასწაულს - ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანებას“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ყირიმი არასდროს დაშორებიან რუსეთს.
"სევასტოპოლელები, ყირიმელები - ისინი ჩვენი სიამაყეა. მათ ათწლეულების განმავლობაში სჯეროდათ ჩვენი სამშობლოსი. ისინი არასდროს დაშორებიან რუსეთს, სწორედ ამან მისცა ყირიმს დაბრუნების საშუალება ჩვენს საერთო ოჯახში", - თქვა პუტინმა.
პუტინი სცენაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სამ სხვა კანდიდატთან ერთად იდგა.