აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ალიევმა პუტინს წარმატება უსურვა საპრეზიდენტო საქმიანობაში, ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა აზერბიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის.
სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კვლავაც გაძლიერდება.
რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, საარჩევნო ოქმების ასი პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმირ პუტინს ხმების 87.28 პროცენტი აქვს.