რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.
„თქვენი ხელახლა გამარჯვება რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობის დროს რუსეთს უფრო დიდი მიღწევები ექნება“, – განაცხადა სიძინპინმა.
ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ასევე მიულოცა ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა
„ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი გულწრფელად ულოცავს ვლადიმერ პუტინს გადამწყვეტ გამარჯვებას და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პუტინს მიულოცა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროც.
„ჩვენმა ძველმა ძმამ ტრიუმფალურად გაიმარჯვა, რაც კარგია მსოფლიოსთვის“, – ამბობს მადურო.
რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. ვლადისლავ დავანკოვმა ხმათა 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.