ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და იაპონიის მიმართულებით გაუშვა, იტყობინება სააგენტო Kyodo იაპონიის თავდაცვის სამინისტროსა და სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, რაკეტები იაპონიის ზონას გარეთ ჩავარდა.
იაპონიის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, რაკეტის გაშვებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვებას მიუღებელი უწოდა, იუწყება Reuters. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, რაკეტები ერთმანეთისგან დაახლოებით 30 წუთის ინტერვალით გაისროლეს. თითოეული მათგანის ფრენა დაახლოებით შვიდ წუთს გაგრძელდა და 350 კმ 50 მ სიმაღლეზე იფრინეს.