კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის მესამე მსოფლიო ომამდე ერთი ნაბიჯი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმე ამით დაინტერესებულია - ამის შესახებ ამის შესახებ პუტინმა არჩევნების დასრულების პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველასთვის ნათელია, რომკონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის მესამე მსოფლიო ომამდე ერთი ნაბიჯი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმე ამით დაინტერესებულია. ნატო-ს სამხედროები უკრაინაში იმყოფებიან. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ გვესმის ფრანგული და ინგლისური საუბარი იქ. არაფერი კარგი ამაში არ არის. უპირველესად, მათთვის, რადგან მათ კლავენ დიდი რაოდენობით. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის. მე ვისურვებდი, რომ საფრანგეთმა არ შეასრულოს ის როლი, რაც უფრო ამძაფრებს და აღრმავებს კონფლიქტს, არამედ პირიქით, მოძებნოს გზა მშვიდობიანი გამოსავლებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.