სლოვაკეთის ქალაქ ლიპტოვსკი მიკულაშში დათვი ორ მოქალაქეს თავს დაესხა.
მედიის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს დათვი თავს სავაჭრო ცენტრთან დაესხა, მეორეს კი ჭრილობები იმ დროს მიაყენა, როდესაც ის მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ექიმების ინფორმაციით, 49 წლის ქალს დაზიანებები მხრის, 72 წლის კაცს კი თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
მათივე ცნობით, მოქალქეებს მსუბუქი სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს და ჯანრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დათვი ქალაქში ტყის მასივიდან ჩავიდა და სავაჭრო ცენტრთან ერთ-ერთ მოქალაქეს თავს დაესხა, შემდეგ კი ქალაქის მჭიროდ დასახლებული რაიონისკენ გაიქცა, საიდანაც პოლიციისა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მისი ტყისკენ განდევნა მოახერხეს.