ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ღაზას შიმშილი ემუქრება და რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. იუწყება Reuters.
„ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ელ-სისისთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
”ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სწრაფად მიღწევა, რომელიც საშუალებას მისცემს მძევლების გათავისუფლებას და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზაში”, - თქვა მან
სისიმ განაცხადა, რომ ეგვიპტე და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, დაუპირისპირდნენ ისრაელის სამხედრო ოპერაციას რაფაჰში.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა დიდი რაოდენობა რეგიონულ მშვიდობას ძალიან გაართულებს.
ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო საერთაშორისო ზეწოლა და განაცხადა, რომ გააგრძელებს სამხედრო კამპანიას ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში.