მედიის ცნობით, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში განაცხადეს, რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
დნესტრისპირეთის მედია, ამტკიცებს, რომ კამიკაძე დრონმა ტირასპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში სამხედრო შვეულმფრენი გაანადგურა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
იუწყებიან, რომ კამიკაძე დრონი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინის მხრიდან, კერძოდ ოდესის მიმართულებიდან შეფრინდა.