უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ მიკოლაევში საჰერო განგაშის დროს აფეთქებები მოხდა. დაშავდა ხუთი ადამიანი.
ქალაქის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
"ახლა სიტუაცია ასეთია: ბევრი კერძო სახლის ფანჯრები და სახურავები დაზიანდა. ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები. დაზიანებულია მანქანები. დაშავდა ხუთი ადამიანი”, - წერს სინკევიჩი.
ამასთან, მიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ მიკოლაევზე თავდასხმის დროს ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა.
სამხედროების თქმით, ოკუპანტებმა ქალაქზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს. ამექსირებული ყირიმიდან ისროლეს სავარაუდოდ ისკანდერის ტიპის ორი რაკეტა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
.