17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბელგოროდის რაიონის სოფელი გორკოვსკი რუსმა მოხალისეებმა დაიკავეს. ამის შესახებ წერენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „ციმბირის ბატალიონი“.
ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერს, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
ამასთან, აღნიშნულია, რომ დანაყოფები სოფელში შევიდნენ და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსმა მოხალისეებმა საზღვრისპირა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეტევები დაიწყეს.
15 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 17 ადამიანი.
ბელგოროდში აფეთქებები ამ დრომდე გრძელდება. რუსული გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვას ერთი ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა.